david

მოგესალმებით,

საქართველოს საპატიო კონსულის კვიპროსის სახელმწიფოში, ოფიციალურ საიტზე.

ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე უძველეს და ისეთი მდიდარი ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანას, როგორიც საქართველოა.

ჩემი მოღვაწეობის/საქმიანობის მთავარი ამოცანა იქნება ორ ქვეყანას, საქართველოსა და კვიპროსს შორის ორმხრივი ურთიერთობების ყოველგვარი ხელისშეწყობა. გარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პერსპექტივაა, რომელთა წარმატებულად განხორციელება ჩვენზეა დამოკიდებული. სულ უფრო ბევრი საქართველოს მოქალაქეები სტუმრობენ კვიპროსს, ეცნობიან ისტორიას, ცხოვრების სტილს, ზოგიერთები კი ღებულობენ გადაწყვეტილებას დარჩნენ დროებით ან მუდმივ საცხოვრებლად. და მე მინდა, რომ ისინი თავს გრძნობდნენ კომფორტულად ჩვენს ქვეყანაში.

ამასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ საპატიო კონსულის ფუნქციებში შედის კვიპროსზე დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების და ინტერესების დაცვა, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში.

აგრეთვე, აქტიური მუშაობა როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების წარმატებული გამოცდილებების გაზიარების სფეროში. ეს ეხება ტურიზმის, ეკოლოგიის და სპორტის სფეროებსაც.

დავამატებ, რომ საპატიო კონსულს გააჩნია მჭიდრო ურთიერთობები საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, მათთან შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ან იურიდიული პირების უფლებების დაცვას, რომელიც ურთიერთშეთანხმებაშია ორივე სახელმწიფოს საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ჩემი საკონსულოს იურიდიულ ფარგლებში, მინდა იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ მომმართონ ჩემს ოფისში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ აწუხებთ, დოკუმენტების გაფორმების თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. გარწმუნებთ, რომ მე და ჩემი ოფისის თანამშრომლები ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მოქალაქეების დროული დახმარებისა და ხელშეწყობისათვის.

საპატიო კონსულის ინსტიტუტი, როგორც წლების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ გვიჩვენა საკმაოდ წარმატებული გახდა და ვიმედოვნებ, დიდ როლს შეასრულებს საქართველოსა დაკვიპროსს შორის ყოვემხრივი და ჰარმონიული ურთიერთობის განვითარების სფეროში.

გისურვებთ წარმატებებს.

გულწრფელად თქვენი, დავით ბახტაძე.